დაუსწრებელი გადაწყვეტილება





საქართველოს კანონმდებლობით ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. იმისთვის, რომ სასამართლოს საშუალებით უფლებების დაცვა განხორციელდეს ნაყოფიერად, საჭიროა, როგორც მოსარჩელე, ასევე მოპასუხე მხარე გამოცხადდეს სასამართლოს მიერ დანიშნულ სხდომაზე.
სხდომაზე გამოუცხადებლობა შეიძლება გამართლებულ იქნეს მხოლოდ და მხოლოდ საპატიო მიზეზით. საპატიო მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური მიზეზი, რომელიც ადამიანისგან დამოუკიდებლად შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას.
თუ რომელიმე მხარე არ გამოცხადდება სასამართლოს მიერ დანიშნულ სხდომაზე სასამართლო გამოუცხადებელი მხარის მიმართ გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას - დააკმაყოფილებს სარჩელს ან სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარს იტყვის, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი მხარე არ გამოცხადდება.
თუ მოსარჩელე არ გამოცხადდება სასამართლო სხდომაზე, მაშინ სარჩელი არ დაკმაყოფილდება და იგი კარგავს უფლებას იდავოს შემგომში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი უფლებების დასაცავად.
თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, ასეთ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდება.
გამოუცხადებელი მხარის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იწვევს უარყოფით სამართლებრივ შედეგებს, ვინაიდან, მხარეს აღარ ეძლევა საშუალება დააფიქსიროს საკუთარი აზრი და წარადგინოს შეწინააღმდეგება მეორე მხარის პოზიციაზე.