სადაზღვევო შემთხვევის ზიანი


🔦იცოდით, რომ ავარიისას სადაზღვევო კომპანიები ხშირად ხელოვნურად ზრდიან ასანაზღაურებელ თანხას?
⚖️ბევრმა ალბათ გაგიგიათ შემთხვევები, როდესაც ავარიისას დაზიანების ღირებულება სადაზღვევო კომპანიის მიერ შეაფასეს რეალურ ზიანზე ბევრად მაღალი თანხით. ეს თანხა კი საბოლოოდ დამნაშავე მძღოლს დაეკისრა.
🔋რატომ ხდება ასე?
ზოგი სადაზღვევო კომპანია ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად ამოაწურინოს დაზღვეულს სადაზღვევო ლიმიტი და თავად არაფრით იზარალოს. ამის ერთ-ერთი გზა კი არის ზიანის ღირებულების ხელოვნური გაზრდა. შემდეგ კი, გადახდილ თანხას სადაზღვევო კომპანია დამნაშავე მძღოლს აკისრებს სასამართლოს გზით.
🕯რა უნდა გააკეთოთ ასეთ შემთხვევაში?

თუ ავარიაში მოხვდით და პატრულმა თქვენი ბრალეულობა დაადგინა, აუცილებლად:
📸გადაიღეთ დაზიანებული ნაწილების დეტალური ფოტო და ვიდეო მასალა;
🎥დააფიქსირეთ მთელი მანქანის მდგომარეობა;
⚖️სასწრაფოდ გაიარეთ იურიდიული კონსულტაცია ადვოკატთან;
💡საჭიროების შემთხვევაში, მოამზადეთ დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა რეალურ ზიანზე.
⚔️ამ გზით თუ სადაზღვევო კომპანია გაცილებით მეტს მოგთხოვთ, ვიდრე შეკეთება რეალურად ღირს, გექნებათ მტკიცებულებები, რომ დაიცვათ თავი სასამართლოში.

GLG Legal — თქვენი წარმატების პარტნიორი