რა არის საბანკო გარანტია?

საბანკო გარანტია წარმოადგენს ფულადი ვალდებულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც საკმაოდ აქტუალურია მსხვილი ფინანსური გარიგებების დადებისას.
ასეთი უზრუნველყოფის დროს, ბანკი გამოდის კრედიტორის (ბენეფიციარის) წინაშე გარანტად, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორის მოთხოვნა უპირობოდ დაკმაყოფილებული იქნება ბანკის მიერ, თუ იგი ამ მოთხოვნას საბანკო გარანტიის პირობების შესაბამისად და სათანადო ვადაში წარადგენს.

გარანტიის გაცემის დროს, ბანკი საგულდაგულოდ ამოწმებს თავისი კლიენტის რეპუტაციას, ამდენად, საბანკო გარანტია ადასტურებს როგორც პრინციპალის (მოვალის) ფინანსურ მდგრადობას, ასევე მის უნარს, შეასრულოს კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებები.