იურიდიული კომპანია „ქართული სამართლის ჯგუფი“ გთავაზობთ კონსიერჟის მომსახურებას იურიდიული მიმართულებით

სამართლებრივი კონსიერჟი არის კადრი, რომელსაც სათანადო სტანდარტებით, უნარებითა და ცოდნით შეუძლია მოიპოვოს ნებისმიერი სამართლებრივი ინფორმაცია თქვენთვის ან თქვენი ფირმისთვის, განახორციელოს სამართლებრივი ვიზიტის დაგეგმვა და ორგანიზება (მაგ. ნოტარიუსთან), შეავასოს იმ უძრავი ქონების სამართლებრივი რისკი, რომლის შეძენაც შეიძლება დააპიროთ;

აკომპანირებას გიწევთ ხელშეკრულების გაფორმებისას შესაბამის სახელმწიფო უწყებაში, რათა უსაფრთხოდ და სწრაფად განახორციელოთ თქვენთვის სასურველი ტრანზაქცია.

კონსიერჟის მომსახურება უაღრესად ხელსაყრელია დროის ეკონომიისა და კომფორტულობის თვალსაზრისით.

საჭირო და ჩვენს გადატვირთულ დროში გამოსადეგი, საკმაოდ ძველი და ახლა გათანამედროვებული პროფესია – კონსიერჟი აგვარებს ნებისმიერ სამართლებრივ საკითხს რაც სჭირდება საქმიან პირს.

სამართლებრივი კონსიერჟის მთავარი პლიუსი ის არის, რომ დამკვეთს უმარტივებს საქმიანობას და მინიმუმამდე უმცირებს დროის დანახარჯს.

სამართლებრივი კონსიერჟის სერვისის მიმდინარეობისას მუდმივ რეჟიმში ხდება დამკვეთის საქმის კონტროლი და ნებისმიერ სიახლეზე ხდება მისი დაუყოვნებლივი ინფორმირება, რაც იძლება შედეგის სწრაფად მიღწევის საშუალებას.