რა უნდა ვიცოდეთ მემკვიდრეობაზე?

სუბიექტის გარდაცვალებასთან ერთად წარმოიშობა მისი მემკვიდრეობის განაწილების საკითხი. მემკვიდრეობის მიღების კანონით დადგენილი ვადაა 6 თვე და იგი ხორციელდება სამკვიდრო მოწმობის მიღების გზით.

✅ ,,სამკვიდრო მოწმობა" ეს არის სპეციალური დოკუმენტი, რომლის წარდგენისას ნებისმიერი უწყება (ბანკი, ,,შსს" ავტომობილების შემთხვევაში თუ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო" უძრავ ნივთებზე) ახორციელებს მემკვიდრეობის საფუძველზე მესაკუთრის ცვლილების რეგისტრაციასს.

✅სამკვიდრო მოწმობას გასცემს ნოტარიუსი. არსებობს მცდარი შეხედულება, რომ თუ მემკვიდრემ ნოტარიუსისთვის მიმართვის 6 თვიანი ვადა გაუშვა, მას აუცილებლად სჭირდება სასამართლო. პრობლემის მოგვარება ბევრად უფრო მარტივადაც შეიძლება სპეციალური მტკიცებულებების წარდგენით ისევ სანოტარო ბიუროში 6 თვის შემდეგაც, რომლითაც დადგინდება სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად ფლობის ფაქტი.

აგრეთვე არსებობს მცდარი შეხედულება იმის თაობაზე, რომ თუ ერთი მემკვიდრე უარს იტყვის მეორის სასარგებლოდ მემკვიდრეობაზე, იგი კარგავს უფლებას ასეთ სიკეთეზე. დღეს არსებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, მაინც არსებობს ამ ტიპის საქმეების შემობრუნების შესაძლებლობა.
ნებისმიერ შემთხვევაში რეკომენდირებულია ასეთი მოვლენების დადგომისას კონსულტაცია გავიაროთ კვალიფიციურ იურისტთან.