როგორ მივიღოთ მემკვიდრეობა?

იმისათვის, რომ მემკვიდრეობით დატოვებული ქონების მესაკუთრე გახდეთ, აუცილებელია გქონდეთ სამკვიდრო მოწმობა, რომელსაც გასცემს ნოტარიუსი. მემკვიდრეობის მიღების ორი გზა არსებობს:

1️⃣ ქონების ფაქტობრივი ფლობა.
2️⃣ სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანა მემკვიდრეობის მისაღებად.

სამკვიდრო გახსნილად ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტიდან, ამ დროიდან გარდაცვლილის მემკვიდრეებს შეუძლიათ მიმართონ ნებისმიერ სანოტარო ბიუროს განცხადებით, სამკვიდროს მიღების შესახებ.

სამკვიდრო მოწმობა გაიცემა ექვსი თვის გასვლის შემდეგ. ექვს თვეზე ადრე სამკვიდრო მოწმობის გაცემა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ნოტარიუსს მოეპოვება ცნობა, რომ მოწმობის მთხოვნელი პირის გარდა, სხვა მემკვიდრეები არ არსებობენ.

თუ მემკვიდრე რეგისტრირებულია იმავე საცხოვრებელ მისამართზე, სადაც მამკვიდრებელი ცხოვრობდა, მას სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარდგენის უფლება აქვს ექვსი თვის გასვლის შემდეგაც.

იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული მოქმედებებით ვერ ხერხდება სამკვიდროს მიღება გაუთვალისწინებელი პრობლემების გამო, შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს განცხადებით სამკვიდროს მიღების შესახებ.

მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე და შემდგომში არც მას და არც მის მემკვიდრეებს აღარ წამოეშობათ სამკვიდროს მოთხოვნის უფლება.

რაც შეეხება სამკვიდრო მოწმობის გაცემის საფასურს, იგი განისაზღვრება სამკვიდრო ქონების ღირებულებიდან.

დაგვიკავშირდით მემკვიდრეობის საკითხებთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრობლემასთან დაკავშირებით.