ვის შეუძლია იყოს მემკვიდრე?

ვის შეუძლია იყოს მემკვიდრე?

როდესაც პირი გარდაიცვლება მისი ოჯახის წევრები, უმეტესად, არ ფლობენ ინფორმაციას თუ რომელი მათგანი შეიძლება იყოს მისი მემკვიდრე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს მემკვიდრეების ორ კატეგორიას:

1. კანონით მემკვიდრე - თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი, ასეთ დროს გარდაცვლილის ქონების გადასვლა ხდება კანონში მითითებულ პირებზე.
2. ანდერძით მემკვიდრე - არის პირი, რომელიც მოხსენიებულია ანდერძში და განსაზღვრულია თუ რა ქონება უნდა მიიღოს მან.

კანონით მემკვიდრეობის 5 რიგი არსებობს
1 რიგი - გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები);
2 რიგი - გარდაცვლილის დები და ძმები;
3 რიგი - ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან;
4 რიგი - ბიძები (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდები და მამიდები;
5 რიგი - ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები.

აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ წინა რიგის თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას.
მაგ: თუ პირველი რიგის მემკვიდრეებიდან ერთ-ერთი მაინც ცოცხალია, მაშინ მეორე რიგის მემკვიდრეები სამკვიდროს ვერ მიიღებენ. თუ პირველი რიგის მემკვიდრეებიდან არცერთი არ არის ცოცხალი, მაშინ სამკვიდროს მიიღებენ მეორე რიგის მემკვიდრეები, ხოლო თუ მეორე რიგის მემკვიდრეებიდანაც არცერთი ცოცხალი აღარ არის, ასეთ შემთხვევაში, სამკვიდროს მიიღებენ მესამე რიგის მემკვიდრეები და ასე თანმიმდევრულად.