რა უფლება-მოვალეობები გააჩნია მოწმეს?

მოწმე

მოწმეს უფლება აქვს:

ა) იცოდეს, რა საქმის გამოა გამოძახებული;
ბ) თუ არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა ან აქვს შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რომელიც ჟესტური ენის გარეშე მასთან კომუნიკაციას გამორიცხავს, ჩვენება მისცეს მშობლიურ ან მისთვის სასურველ სხვა ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით სახელმწიფოს ხარჯზე;
გ) გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს, მოითხოვოს მასში შენიშვნების, დამატებებისა და ცვლილებების შეტანა;
დ) არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;
ახლო ნათესავის ცნებაში მოიაზრება – მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული).
ე) მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში;
ვ) მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება.

მოწმე ვალდებულია:

ა) გამოცხადდეს სასამართლოს გამოძახებით;
ბ) უპასუხოს დასმულ შეკითხვებს;
გ) არ გაამჟღავნოს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები, თუ იგი ამის შესახებ გააფრთხილა სასამართლომ;