ვინ არ შეიძლება იყოს ნაფიცი მსაჯული?
პირი ნაფიც მსაჯულად ვერ მიიღებს სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას, თუ იგი არის:
ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი;
ბ) პროკურორი;
გ) გამომძიებელი;
დ) პოლიციელი;
დ1) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურე;
ე) ადვოკატი;
ვ) მოქმედი სამხედრო მოსამსახურე;
ზ) სასულიერო პირი;
ი) ბრალდებული;
კ) პირი, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სახდელი დაედო, და ამ ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წელზე ნაკლებია გასული;
ლ) ნასამართლევი.
რა შემთხვევაში შეუძლია პირს უარი თქვას ნაფიც მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე?
ა) თუ უკანასკნელი წლის განმავლობაში უკვე იყო ნაფიცი მსაჯული;
ბ) თუ ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვასთან, და მისი შეცვლა შეუძლებელია.
გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო;
დ) თუ ხანგრძლივად იმყოფება ან მიემგზავრება საქართველოს ფარგლების გარეთ;
ე) თუ 70 წელს გადაცილებულია.
