ქონების დაყადაღება

ადმინისტრაციული სამართალი

რას ნიშნავს ქონების დაყადაღება❓

უფლებების სასამართლოს წესით დაცვა ყველაზე გავრცელებული საშუალებაა. თუმცა რა ხდება, როდესაც შევიტანთ სარჩელს სასამართლოში და მოპასუხე ასხვისებს მის საკუთრებაში არსებულ ქონებას, რითაც პრაქტიკულად აზრი ეკარგება დავას❓
სწორედ ამ დროს გამოიყენება ყადაღა, რაც ხორციელდება დავის დაწყებასთან ერთად. ქონებაზე ყადაღის დადება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაა, რომლის საშუალებითაც მოვალეს ეკრძალება ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისება, დაგირავება, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადება.
მაგალითად თუ ფიზიკურმა პირმა ან/და კომპანიამ არ აგინაზღაურათ თანხა ან არ შეგისრულათ რაიმე ვალდებულება, მაშინ თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ მოპასუხის მოძრავ ან/და უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება.
ყადაღის დადების შემთხვევაში მოპასუხეს არ ექნება საშუალება ხსენებული ქონების განკარგვის, ხოლო თქვენ სარჩელის დაკმაყოფილებისას არ გექნებათ იმის შიში, რომ მოპასუხე თანხას ვერ გადაგიხდით, ვინაიდან ყადაღადადებული ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხით კმაყოფილდება მოსარჩელე.
ყადაღა შეიძლება დაედოს უძრავ ქონებას ან/და საბანკო ანგარიშებსა და ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო ნივთებსაც, მაგალითად მაცივარს, ტელევიზორს ან/და ნებისმიერ სხვა ნივთს.
შესაძლებელია თქვენ ქონებას უსაფუძვლოდ დაედოს ყადაღა, რისთვისაც აუცილებელია სასამართლოს წარუდგინოთ დასაბუთებული საჩივარი, რათა ქონებას მოეხსნას ყადაღა.
ჩვენი იურიდიული ფირმა მრავალი წელია ეხმარება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შესაბამისი იურიდიული მომსახურებით. თუ აღნიშნული საჭიროების წინაშე თქვენც მოგიწიათ დადგომა, პირველ ეტაპზე საჭიროა გაიაროთ იურიდიული კონსულტაცია და მის შემდეგ ისარგებლოთ კვალიფიციური სამართლებრივი სერვისით.