საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ყოველდღიურად რეგისტრირდება უამრავი დოკუმენტი, რომელიც თითოეული ადამიანისათვის / კომპანიისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
იმისათვის, რომ იუსტიციის სახლი არ იყოს გადატვირთული, საჯარო რეესტრი შესაძლებელს ხდის, რომ უმეტესი ინფორმაციის / დოკუმენტაციის გამოთხოვის საშუალება გვქონდეს ონლაინ.
საჯარო რეესტრიდან ონლაინ შეგვიძლია შემდეგი ინფორმაციის / დოკუმენტის გამოთხოვა:
აქვს თუ არა პირს, მათ შორის კომპანიას, საკუთრებაში უძრავი ქონება;
ფლობს თუ არა პირი, მათ შორის კომპანია, სხვა კომპანიაში წილს;
უძრავ ქონებაზე დარეგისტრირებული ნებისმიერი ხელშეკრულების, მათ შორის ნასყიდობის ან/და ჩუქების ხელშეკრულების;
უძრავ ქონებაზე გავრცელებული ყადაღის / აკრძალვის შემთხვევაში მისი საფუძველი, მათ შორის სასამართლოს განჩინება და სხვა.
უძრავ ქონებაზე გავრცელებული იპოთეკის ხელშეკრულების, ამასთან ნებისმიერი იმ დოკუმენტის, რომელიც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
საჯარო რეესტრიდან საჭირო დოკუმენტების / ინფორმაციის ონლაინ გამოთხოვას მეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მაშინ, როდესაც პირს მცირე დროში სურს საჭირო ინფორმაციის / დოკუმენტის მოპოვება.