სავალდებულო წილი


რას ნიშნავს სავალდებულო წილი მემკვიდრეობისას?

მამკვიდრებელს შესაძლებლობა აქვს თავის სიცოცხლეში დაწეროს ანდერძი და განსაზღვროს თუ ვინ მიიღებს მის კუთვნილ ქონებას, თუმცა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირველი რიგის მემკვიდრეებს გარკვეულ პრივილეგიებს ანიჭებს.
მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა (სავალდებულო წილი).
მაგალითად თუ მამკვიდრებელს ჰყავს შვილი და მეუღლე, ასევე გარდაცვლილი ჰყავს მშობლები და ანდერძით მთელი თავისი ქონება, დაუტოვა თავის შვილს, ასეთ შემთხვევაში მამკვიდრებლის მეუღლეს წარმოეშობა სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება.
მაგალითი: გარდაცვლილ პირს დატოვებული აქვს ანდერძი, რომლის თანახმადაც, მთელი თავისი ქონება, 20 000 ლარი დაუტოვა საკუთარ შვილს. ასეთ შემთხვევაში გარდაცვლილის მეუღლე სავალდებულო წილის სახით მიიღებს, რაც ერგებოდა კანონით მემკვდრეობისას ( 10 000 ლარი) იმის ნახევარს, ანუ 5 000 ლარს.
ამავე მაგალითის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის შემთხვევაში, მამკვიდრებელს ეყოლებოდა ორი კანონისმიერი მემკვიდრე: მეუღლე და შვილი. კანონით მემკვიდრეობის დროს მეუღლეს ერგებოდა 20 000 ლარის ნახევარი (10 000 ლარი), ხოლო სავალდებულო წილის შემთხვევაში იგი მიიღებს ამ ნახევრის, ანუ 10 000 ლარის ნახევარს, 5 000 ლარს.