შესაბამისობის პოსტი


კომპანიის ახალ მეწარმეთა შესახებ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი ძალაში შევიდა 2022 წლის 01 იანვრიდან. ხსენებული კანონის თანახმად, სამეწარმეო სუბიექტები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან 2022 წლის 01 იანვრამდე, ვალდებულნი არიან კომპანიის რეგისტრაცია მოიყვანონ ახალ მეწარმეთა შესახებ კანონთან შესაბამისობაში.
ზემოხსენებულისათვის აუცილებელია საჯარო რეესტრში წარდგენილ იქნას შემდეგი დოკუმენტები:

1. კრების ოქმი, რომლითაც პარტნიორები მიიღებენ გადაწყვეტილებას კომპანიის ახალ მეწარმეთა შესახებ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე;
2. სადამფუძნებლო შეთანხმება, რომელიც მოიცავს ყველა აუცილებელ ინფორმაციას, მაგ: სუბიექტის დასახელება, წილების რაოდენობა, კაპიტალის ოდენობა, პარტნიორები, ხელმძღვანელი ორგანოს დასახელება და ხელმძღვანელი პირები, ელექტრონული პორტალის მართვაზე პასუხისმგებელი პირი და ა.შ;
3. წესდება (სტანდარტული ან არასტანდარტული წესდება).
კანონთან შესაბამისობაში მოყვანა სავალდებულოა 2026 წლის 01 აპრილამდე. იმ შეემთხვევაში თუ ამ ვადაში საჯარო რეესტრს არ წარედგინება შესაბამისი დოკუმენტაცია, საჯარო რეესტრი განგისაზღვრავთ დამატებით ვადას, ხოლო ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში კომპანიის რეგისტრაცია გაუქმდება.
ჩვენი ბიუროს იურისტებმა ასეულობით კომპანია მოიყვანეს კანონთან შესაბამისობაში, აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით, მათ უდიდესი გამოცდილება აქვთ.