უძრავი ქონების ურისკოდ შეძენა

ადმინისტრაციული სამართალი

იურიდიული ფირმა "GLG" უკვე 1️⃣0️⃣0️⃣-ზე მეტ დამკვეთს დაეხმარა უძრავი ქონების ურისკოდ შეძენაში.
"GLG" უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ახორციელებს უძრავი ქონების შეძენის მსურველებისთვის იურიდიული სერვისის მიწოდებას.
ხსენებული პაკეტი - ,,კონსიერჟის სერვისი“ შემუშავებულ იქნა მრავალწლიანი გამოცდილებისა და დაკვირვების შედეგად, რაც გულისხმობს შემდეგს:
ფართის ურისკოდ შეძენაში გეხმარებათ უძრავი ქონების სფეროში გამოცდილი იურისტი, რომელიც ახორციელებს იმ ქონების უფლებრივად შესწავლას, რისი შეძენაც სურს დამკვეთს;
ხდება რისკების ანალიზი და გამოსავლის მოძებნა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში;
ხდება კლიენტისთვის სრული კონსულტაციის გაწევა ქონების გაფორმების ტექნიკურ მხარესთან დაკავშირებით, რაც არიდებს მხარეს აბსურდულ და ზედმეტ ხარჯებს;
ხდება ხელშეკრულების და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება ან რევიზია გასაფორმებელ ფართთან დაკავშირებით;
სერვისი მოიცავს იურისტის გაყოლას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომელიც ეხმარება დამკვეთს ყველა საჭირო პროცედურის სწრაფად გავლაში;
ხდება თანხის გადაცემის სწორად დაგეგმვა, რათ არ მოხდეს წინასწარ გაუთვალისწინებელი პრობლემების წარმოქმნა;
სერვისი მოიცავს სრულ საკუთრების სარეგისტრაციო ციკლს საჯარო რეესტრში;
ხსენებული მომსახურებით შეგიძლიათ მშვიდად აარჩიოთ სასურველი ფართი, მის უფლებრივ შესწავლას კი ჩვენი იურისტები უმოკლეს დროში განახორციელებენ თქვენთვის, რაც დაგეხმარებათ ქონების ურისკოდ შეძენაში.
კონსულტაციისთვის დარეკეთ ნომერზე.:
მობ.:(+995 591) 00 44 88
ან გვეწვიეთ ოფისში მისამართზე:
ქ.თბილისი, ლვოვის ქ. N66