ხელშეკრულება


რა უნდა ვიცოდეთ სანამ ხელშეკრულებას ხელს მოვაწერთ?

ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს როგორც ზეპირად, ისე წერილობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი გვავალდებულებს ხელშეკრულების წერილობითი ფორმით გაფორმებას.
ზეპირად დადებული ხელშეკრულების პირობების მტკიცება საკმაოდ რთულია, შესაბამისად, უმჯობესია ნებისმიერი სახის ხელშეკრულება გაფორმდეს წერილობითი ფორმით.
სანამ ხელშეკრულებას ხელს მოვაწერთ უნდა დავრწმუნდეთ რომ:
სწორად არის ასახული ყველა მხარის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, კომპანიის დასახელება, პირადი ნომერი და სხვა.);
დაცულია ჩვენი უფლებები და ხელშეკრულების დებულებები არ ლახავს ჩვენს უფლებებს;
სწორად არის ასახული ჩვენი ინტერესები და ხელშეკრულების პირობები სრულად მისაღებია ჩვენთვის;
არ არის გათვალისწინებული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო;
გამოყენებულია ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი ყველა აუცილებელი პირობა (მაგ. ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები, ფორს-მაჟორი და სხვა).
სწორად შედგენილი ხელშეკრულება უზრუნველყოფს, რომ მხარეების უფლებები სრულყოფილად და სწორად იქნას რეალიზებული. ამასთან, სასამართლოში დავის არსებობის შემთხვევაში მხარეებმა შეძლონ თავიანთი მოთხოვნების დასაბუთება და ხელშეკრულების რომელიმე დებულება არ აღმოჩნდეს ბუნდოვანი.
ჩვენი იურიდიული კომპანიის იურისტებს წლების განმავლობაში შედგენილი აქვთ უამრავი ხელშეკრულება, შესაბამისად, ხელშეკრულებების შედგენის/კორექტირების კუთხით აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება.